Accessibility links

logo-print

ავღანეთის ჩრდილოეთში შიიტებზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ავღანეთში, შიიტთა მეჩეთზე თავდასხმას. ეს 24 საათის განმავლობაში მეორე თავდასხმა იყო შიიტებზე, როცა ისინი აღნიშნავენ აშურას, ტრადიციულ სამგლოვიარო დღეს. ავღანეთის ხელისუფალთა ცნობით, აფეთქება, რომელმაც 30 ადამიანი დააშავა, მოხდა ბალხის პროვინციაში, მეჩეთის გარეთ. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვები არიან. ეს აფეთქება მოჰყვა ქაბულში მოწყობილ ტერაქტს, რომლისთვისაც პასუხიმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწიფომ, და რომელსაც 18 ადამიანი ემსხვერპლა. ავღანეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა შიიტები, რომ ნუ გამართავდნენ ხალხმრავალ შეკრებებს, თავდასხმის საშიშროების გამო.

XS
SM
MD
LG