Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი და კერი 16 ოქტომბერს ლოზანაში შეხვდებიან ერთმანეთს


კრემლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი შვეიცარიაში შეხვდებიან ერთმანეთს, 16 ოქტომბერს, სირიის კონფლიქტის გარშემო მოსალაპარაკებლად. ეს შეხვედრა პირველი იქნება მხარეებს შორის მას მერე, რაც ვაშინგტონმა შეწყვიტა ორმხრივი მოლაპარაკება მოსკოვთან, რაც მოჰყვა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაფუშვას. კერი და ლავროვი ერთმანეთს შეხვდებიან ლოზანაში, და როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მათი საუბრის მიზანი იქნება "სირიის კრიზისის მოგვარებისთვის პირობების შექმნა“ რეგიონის სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებთან ერთად. ლავროვმა 12 ოქტომბერს ინტერვიუში თქვა, რომ მოლაპარაკებაზე იქნებიან თურქეთის, საუდის არაბეთის და შეიძლება, ყათარის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG