Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაღმულმა უპილოტო თვითმფრინავმა ერაყელი სამხედროები დახოცა


დანაღმულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ მართავდა, მოკლა ორი ერაყელი სამხედრო და მძიმედ დააშავა ორი ფრანგი სამხედრო. ინციდენტი მოხდა ერაყის ჩრდილოეთში. ქურთთა თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, უპილოტო აპარატი აფეთქდა, როცა ფეშმერგის მებრძოლები მისი ჩამოვარდნის შემდეგ აღებას აპირებდნენ. ინციდენტი მოხდა ორ ოქტომბერს ირბილში. გაზეთი „მონდი“ იტყობინებოდა 11 ოქტომბერს, რომ ფრანგი ჯარისკაცები ფეშმერგის რაზმთან ერთად მოქმედებდნენ, როცა უპილოტო აპარატი აფეთქდა. ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ორივე საფრანგეთში იმყოფება. „ისლამური სახელმწიფო“გასულ კვირაში იტყობინებოდა, რომ უპილოტო აპარატის გამოყენება სცადა სულ მცირე, ორი თავდასხმის განსახორციელებლად გასულ კვირებში. აშშ-ის მეთაურობთ მოქმედი კოალიცია და ერაყის არმია გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ყოველგვარი მფრინავი აპარატი მიჩნეულ იქნას პოტენციურ ბომბად. ამის შესახებ წერდა "ნიუ-იორკ ტაიმსი“.

XS
SM
MD
LG