Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ინციდენტის მონაწილეთათვის პროკურატურა თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს


საქართველოს მთავარი პროკურატურა მოითხოვს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოთ. ამის შესახებ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება ”ინტერპრესნიუსის” სააგენტო. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ექვსი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

XS
SM
MD
LG