Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე „ქართულ ოცნებაში“ განიხილავენ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას


8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნების“ რიგებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილავენ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას. “ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს ფრაქცია “ქართული ოცნების“ ლიდერის, გია ვოლსკის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ის მხარს დაუჭერდა კობახიძის კანდიდატურას. თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან და სხვა საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" მსჯელობა ჯერ არ გამართულა. ვოლსკის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები არც მომავალი მთავრობის ფორმირების საკითხზე გამართულა.

XS
SM
MD
LG