Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზი აცხადებს, რომ პუტინმა ვიზიტი სირიის საკითხის გამო გადადო


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-მარკ ეროს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარიზში დაგეგემილი ვიზიტი იმის გამო გადადო, რომ არ სურს რუსეთის ავიაციის მიერ სირიის ქალაქ ალეპოზე განხორციელებული იერიშის თაობაზე საუბარი. „რუსეთმა გააფართოვა იერიშები ალეპოზე, ამიტომ წარმომიდგენია, რა უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა პარიზში ჩამოსული პუტინი ამ თემაზე საუბრისას,“ - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ერომ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ პარიზი ეძებს გზებს, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყოს გამოძიება ალეპოში რუსეთისა და სირიის ძალების ქმედების გამო.

XS
SM
MD
LG