Accessibility links

„სამსუნგი“ 3 მილიარდ დოლარს დაკარგავს


სამხრეთკორეული კომპანია „სამსუნგი“ იტყობინება, რომ მომდევნო ორ კვარტალში კომპანია 3 მილიარდ ამერიკულ დოლარლზე მეტს დაკარგავს. ამის მიზეზად სახელდება „სამსუნგის“ ახალი სმარტ ფონის, „გალაქსი ნოუთ S7“-ის, გამოშვების შეჩერება, რაც განპირობებულია ამ მოდელების ტექნიკური წუნით, რის გამოც ტელეფონები იწვება. რამდენიმე ხნით ადრე „სამსუნგმა“ მოდელის გაყიდვის შეჩერებაზე გააკეთა განცხადება, თუმცა მოგვიანებით საერთოდ შეაჩერა ამ მოდელის წარმოება. შედეგად, „სამსუნგის“ აქციები 8 %-ით დაეცა. „გალაქსი ნოუთ S7“ გასაყიდადაგვისტოში გამოვიდა. რამდენიმე ხანში გაჩნდა მომხმარებელთა საჩივრებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტელეფონის ელემენტი დატენვისას ფეთქდებოდა.

XS
SM
MD
LG