Accessibility links

აკმამედ იმამკულიევი მარნეულის გამგებლის დაკითხვას მოითხოვს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი სამართალდამცველების მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის დაკითხვას მოითხოვს. იმამკულიევის მტკიცებით 8 ოქტომბერს გამგებელი ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით კი ის ყიზილაჯლოს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ მივიდა, რაც იქ მდგომარეობის მაქსიმალური ესკალაცია მოახდინეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. „მე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მივედი და იქ მყოფი ახალგაზრდების დამშვიდებას და დაძაბულობის განმუხტვას ვცდილობდი”, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა. ის 48-ე უბანში შესვლის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG