Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ახალი გენერალური მდივანი მთავარ პრიორიტეტად სირიაში სამხედრო კონფლიქტის დასრულებას მიიჩნევს


გაერო-ს ახალი გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მისი უპირველესი ამოცანა ამ პოსტზე სირიაში სამხედრო კონფლიქტის დასრულება იქნება. მან ამის შესახებ „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 66 წლის გუტერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ანტონიო გუტერეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება. 2007 წლიდან დღემდე გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას სამხრეთკორეელი დიპლომატი ბან კი მუნი იკავებდა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

XS
SM
MD
LG