Accessibility links

logo-print

ყიზილაჯლოს ინციდენტში ბრალდებულების ახლობლები პროცესზე დასწრებას ითხოვენ


რუსთავის საქალაქო სასამართლოში სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩენო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები, პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მანდატურის სამსახურმა მათ სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცა. მანდატურებმა დაკავებულების ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ ისინი პროცესზე დაგვიანებით მივიდნენ და ამიტომ დარბაზში ვერ შეუშვებდნენ, რასაც ბრალდებულების ახლობლების მხრიდან ხმაური და პროტესტი მოჰყვა.სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

XS
SM
MD
LG