Accessibility links

სალომე ასათიანის ინტერVIEW ირაკლი კობახიძესთან


არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 51,6 პროცენტმა, ხოლო "ქართულ ოცნებას" საარჩევნო ყუთებთან მისული მოქალაქეების ნახევარიც კი არ მიემხრო - მმართველი ძალა კი პარლამენტში შესაძლოა, მაინც საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს. რამდენად ადასტურებს ეს ვითარება საარჩევნო მოდელში მაჟორიტარული კომპონენტის არსებობის მანკიერებას და შესრულდება თუ არა ამ სისტემის 2020 წლისთვის შეცვლის დაპირება? რას მოასწავებს ასეთ ადრეულ ეტაპზე გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის შესახებ? რას უქადის ქვეყანას ისეთი მმართველი ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც თავად იმართება გაუმჭვირვალედ? წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, ამჯერად თუ დადგება დღის წესრიგში სამუშაო ადგილებზე ადამიანების სიკვდილიანობის და დასახიჩრების უმწვავესი პრობლემა? რატომ არ იშლის "ქართული ოცნება" კონსტიტუციაში ქორწინების “ქალის და მამაკაცის ერთობად” განსაზღვრის ინიციატივას - და ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა ის არაჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის იურიდიული სტატუსის შემოღებას? საუბარი ამ და სხვა საკითხებს ეხება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG