Accessibility links

logo-print

სერბიის ლიდერთა განცხადებით, ქვეყანა სულ უფრო შორდება ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთს


სერბიის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში სულ უფრო იკლებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა. სამაგიეროდ, მეტი სერბი ემხრობა რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა კვლავინდებურად რჩება მისი მთავრობის მიზნად, მიუხედავად ცვლილებებისა ქვეყნის განწყობაში, რომელიც სერბიაში რუსეთის როლის გაზრდას ითხოვს. ამ პოლიტიკური ატმოსფეროს ცვლილების ნიშანია ერთობლივი სამხედრო-საჰაერო წვრთნები, რომელიც რუსეთმა და სერბიამ ამ კვირაში ჩაატარეს. სერბია აცხადებს, რომ არასოდეს გაწევრიანდება ნატოში, მიუხედავად იმისა, რომ სურს ევროკავშირის წვერობა. მოსკოვი, თავის მხრივ, მხარს უჭერს სერბიას მის დაპირისპირებაში დასავლეთთან კოსოვოს საკითხის გარშემო.

XS
SM
MD
LG