Accessibility links

საარჩევნო უბანზე ძალადობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ


რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ექვსივე პირს. დაკავებულთა ადვოკატები გაეცნობიან მოსამართლის არგუმენტაციას და შეეცდებიან, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ. პროკურატურის განცხადებით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც განმტკიცებული იყო ვიდეომასალით და მოწმეთა ჩვენებებით. განაჩენს დაკავებულთა ახლობლების პროტესტი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG