Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გემის ვიზიტს კვირიკაშვილმა „ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერის“ გამოხატულება უწოდა


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში აშშ-ის ხომალდ "მაუნტ უიტნის" ვიზიტს ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური უწოდა. კვირიკაშვილი დაესწრო ბათუმის ნავსადგურში მყოფ აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდზე გამართულ საზეიმო მიღებას. პრემიერის თქმით, ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონული პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი მეოთხედ იმყოფება საქართველოში. ამ მეგობრული ვიზიტის მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, აშშ-ის რეგიონალური პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მათი მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა.

XS
SM
MD
LG