Accessibility links

logo-print

შვეიცარიაში იმართება სირიის კრიზისის თაობაზე შეხვედრა აშშ-ს, რუსეთსა და რეგიონის სახელმწიფოებს შორის


შევეიცარიის ქალაქ ლოზანაში შაბათს იმართება შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოებს შორის შეხვედრა, რომელიც სირიის კრიზისის მოგვარებას ეძღვნება. როგორც იტყობინებიან, მასში მონაწლეობას იღებენ თურქეთი, საუდის არაბეთი და კატარი. ირანმა განაცხადა, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს შეხვედრაში მონაწლეობას. მიწვეულ სტუმრებს შორის არის ასევე სირიის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარგზავნილი სტაფან დე მისტურა. ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებებზე კვლავ დადგება საზავო რეჟიმის განახლების საკითხი. შეხვედრის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ შეხვედრაზე დიდი იმედების დამყარება არ შეიძლება. 9 სექტემბერს რუსეთმა და აშშ-მა მიაღწიეს საზავო შეთანხმებას, რომელზეც ნახევარ წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ. 19 სექტემბერს ცეცხლი განახლდა პროვინცია ალეპოში ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმის შემდეგ. აშშ-მა ამ აქტში რუსეთის სამხედროებს დასდო ბრალი და შეწყვიტა სირიის საკითხში მოსკოვთან თანამშრომლობა.

XS
SM
MD
LG