Accessibility links

logo-print

ლაიპციგში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილის დაპატიმრება მოხერხდა აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმაციის საფუძველზე


10 ოქტომბერს ლაიპციგში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სირიელის დაპატიმრება მოხერხდა აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი „ველტ ამ ზონტაგი“. გამოცემის თანხმად, სპეციალისტებმა შეძლეს სირიელი მამაკაცისა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბრების მოსმენა. ერთ-ერთ საუბარში ისინი მსჯელობდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადებისა და შესაძლო სამიზნეების შესახებ. გერმანიის ტერიტორიაზე ლტოლვილის სტატუსით შესული სირიელი მამაკაცი 9 ოქტომბერს ღამით დააკავეს და ის ციხეში მოათავსეს. მანამდე ორი დღით ადრე გერმანიის პოლიციამ მის ბინაში, ქალაქ კემნიცში, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. 12 ოქტომბერს სირიელმა საპატიმროს საკანში ჩამოიხრჩო თავი.

XS
SM
MD
LG