Accessibility links

logo-print

ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა


ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. რეიტერის სააგენტო იტყობინება, რომ შაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა ბაზარში, ქალაქის შიიტურ ნაწილში, სადაც რელიგიური დღესასწაული იყო დაგეგმილი. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG