Accessibility links

სირიის ოპოზიციამ თურქეთის დახმარებით საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა მნიშვნელოვანი ქალაქი დაბიყი


კვირას სირიის ოპოზიციამ თურქეთის დახმარებით საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი დაბიყი, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო. დაბიყი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეგიონში. ქალაქი ისლამურ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია, როგორც მასშტაბური ბრძოლის ადგილი სამყაროს აღსასრულის წინ. მანამდე გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო სამხედრო კოალიციამ იერიში დაიწყო ისლამისტების პოზიციებზე ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანაკნელი ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციის მოქმედებების შედეგად ერაყსა და სირიაში დაიღუპა 40 ათასზე მეტი ისლამისტი. 2016 წლის დამდეგიდან „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერიტორიების ათ პროცენტზე მეტი დაკარგა.

XS
SM
MD
LG