Accessibility links

ჩრდილოეთმა კორეამ წარუმატებლად გამოცადა ბალისტიკური რაკეტა


როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, ჩრდილოეთმა კორეამ 15 ოქტომბერს წარუმატებლად განახორციელა ბალისტიკური რაკეტის გაშვება. პენტაგონის ცნობით, ფხენიანმა განახორციელა საშუალო რადიუსის რაკეტა „მუსუდანის“ გამოცდა. ჩრდილოეთ კორეას ჯერჯერობით არ გაუკეთებია ამ ცნობაზე კომენტარი. 9 სექტემბერს ჩრდილოეთმა კორეამ განახორციელა ბირთვული იარაღის მეხუთე და ყველაზე მასშტაბური გამოცდა. გაეროს უშიშროების საბჭომ პირობა დადო, რომ ფხენიანის მიმართ დამატებით სანქციებს შეიმუშავებს. აგვისტოში ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე გამოცდა ჩატარდა. ერთ-ერთი მათგანი სტარტისას აფეთქდა.

XS
SM
MD
LG