Accessibility links

logo-print

ინდოეთის გოას შტატში დასრულდა გაერთიანება ბრიკსის წევრი ქვეყნების სამიტი


ინდოეთის გოას შტატში დასრულდა ბრიკსის წევრი ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის - სამიტი. მისმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ხელი შეუწყონ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების დაჩქარებას, იბრძოლონ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლო სტაბილურობას. 15 ოქტომბერს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრის შემდეგ რუსეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულებებს ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში. ბრკისის წევრებზე დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მოდის.

XS
SM
MD
LG