Accessibility links

დიდი ბრიტანეთი და აშშ განიხილავენ ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების მიმართ დამატებითი სანქციების შემოღების საკითხს


დიდი ბრიტანეთი და აშშ განიხილავენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების მიმართ დამატებითი სანქციების შემოღების საკითხს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონში გამართეს შეხვედრა, რომელზეც რუსეთს მოუწოდეს, ხელი შეუწყოს სირიის კონფლიქტის შეწყვეტას. შეხვედრის შემდეგ ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლონდონი და ვაშინგტონი სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ ასადსა და მის მოკავშირეებზე ზეწოლის გაგრძელებას.

XS
SM
MD
LG