Accessibility links

logo-print

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს დოპინგის ტესტის გავლას ურჩევს


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ 9 ოქტომბერს გამართულ დებატებში უკეთესად გამოსასვლელად დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი დოპინგს იღებდა. მილიარდერმა მეტოქეს ურჩია, დოპინგის ტესტი გაიაროს შემდეგი დებატების წინ, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება. ტრამპი გამოვიდა წინადადებით, დოპინგის შემოწმება აუცილებელ პირობად იქნეს შემოღებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ისე, როგორც ეს სპორტული შეჯიბრებებისთვის კეთდება.

XS
SM
MD
LG