Accessibility links

logo-print

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორი კოსმოსური აპარატი წარმატებით დაშორდა ერთმანეთს და განაგრძობს მარსისკენ ფრენას


ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორი კოსმოსური აპარატი ერთმანეთს დაშორდა და განაგრძობს მარსისკენ ფრენას. სააგენტომ დაადასტურა აპარატების წარმატებით დაშორიშორება. როგორც ვარაუდობენ, ისინი 19 ოქტომბერს მიაღწევენ მარსს. ერთი პლანეტის ატმოსფეროს შეისწავლის, მეორე კი მარსზე დაჯდება და გრუნტის სინჯებს აიღებს. მისია ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაიგზავნა კოსმოსში მიმდინარე წლის 14 მარტს.

XS
SM
MD
LG