Accessibility links

logo-print

ერთი ადამიანი დაიღუპა სოხუმში დღეს, დილით მომხდარი აფეთქების შედეგად


ერთი ადამიანი დაიღუპა სოხუმში დღეს, დილით მომხდარი აფეთქების შედეგად. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასლან კობახიამ სააგენტო სპუტნიკს აცნობა, რომ დაიღუპა ჯერჯერობით დაუდგენელი პირი, რომელმაც თავი აიფეთქა სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის შენობასთან. კობახიას თქმით, როგორც ჩანს, აფეთქების ადგილას სხვა პირიც იმყოფებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, მომხდარის გამო ოპერატიულად მუშაობს ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა. სოხუმში მომხდარი აფეთქება ტერაქტის მცდელობად შეაფასა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ. მან სააგენტო ტასს აცნობა, რომ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი გამართა და სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის სკოლების და საბავშვო ბაღების დაცვის გაძლიერება დაავალა.

XS
SM
MD
LG