Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება „თავისუფალი ზონის“ წევრების დაკითხვა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე


სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი წევრი ზურაბ ბერიაშვილი, რუსუდან მჭედლიძე და დავით გოგოხია იკითხება. ინტერნეტში რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ ცოტა ხნის წინ დატოვა რამდენიმე წევრმა, რომლებმაც მიზეზად დაასახელეს პარტიის მხრიდან საარჩევნოდ დესტაბილიზაციის მზადება.

XS
SM
MD
LG