Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რეპორტიორი დაიღუპა


ავღანეთის ოფიციალური ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა რეპორტიორი მოკლა ზაბულის პროვინციაში. ინფორმაცია იაქუბ შარაფატის დაღუპვის შესახებ პროვინციის პოლიციის უფროსმა, გენერალმა მირვაის ნურზაიმ დაადასტურა. ჟურნალისტი ცოლთან ერთად კლინიკას ტოვებდა, როდესაც მკვლელმა მას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას არ აუღია. იაქუბ შარაფატი ავღანეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიაში მუშაობდა. ავღანეთის ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვის კომიტეტის ცნობით, 2016 წელი ყველაზე სისხლიანი გამოდგა ავღანეთში მომუშავე ჟურნალისტებისათვის. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ავღანეთში 10 რეპორტიორი მოკლეს.

XS
SM
MD
LG