Accessibility links

დონეცკში მოკლეს სეპარატისტთა ცნობილი საველე მეთაური


თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ დაადასტურა ცნობა, სეპარატისტთა ცნობილი საველე მეთაურის, მეტსახელად „მოტოროლას“ მკვლელობის შესახებ. არსენი პავლოვი, იგივე „მოტოროლა“ თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად 16 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს. ცნობილი საველე მეთაურის მკვლელობას დონეცკში უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ნამოქმედარი უწოდეს. კიევში უარყვეს ეს ბრალდება და განაცხადეს, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, თავად ერთმანეთზე მტრულად გადაკიდებულმა სეპარატისტებმა ჩაიდინეს. „მოტოროლა“, არსენი პავლოვი რუსეთის არმიაში მსახურობდა და იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში. 2014 წელს იგი ჩავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში და მეთაურობდა საველე ქვედანაყოფ „სპარტას“, რომელიც უკრაინის არმიას ებრძოდა სლავიანსკისთან, ილოვაისკსთან და დებალცევოს რაიონში. „მოტოროლა“ ცნობილი იყო თავისი სისასტიკით. იგი პირადად მონაწილეობდა დაჭრილი ჯარიკაცების წამებასა და დახვრეტაში.

XS
SM
MD
LG