Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთში დაიხურა რუსეთის ტელეარხ RT-ს ყველა ანგარიში


დიდ ბრიტანეთში დახურეს რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ის ყველა საბანკო ანგარიში. ამის შესახებ ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა. უცნობია, თუ რა მიზეზით მიიღო ბანკმა „ნათვესტმა“ ასეთი გადაწყვეტილება. წერილში, რომელიც ტელეკომპანიამ მიიღო ბანკისაგან, ნათქვამია, რომ ფინანსური ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. თუმცა, რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ერ-ბე-კასთან“ კომენტარში სიმონიანმა არ გამორიცხა, რომ ანგარიშების ბლოკირება რუსეთის მიმართ ახალი სანქციების მზადებასთან იყოს დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG