Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტრო: მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შედის


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 17 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საქმე ეხება პატიმარ ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას. იუსტიციის სამინისტროს საჩივარი ეყრდნობოდა იმას, რომ მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, რომელიც, სამინისტროს მტკიცებით, კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებულ ამავე სასამართლოს პრეცედენტებს ეწინააღმდეგებოდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისმა პალატამ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გადაუხვია მე-18 მუხლთან მიმართებით მანამდე დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში და არ მიექცევა აღსასრულებლად. ხოლო მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG