Accessibility links

logo-print

გერმანიაში, „ბე-ა-ეს-ეფის“ ქიმიურ ქარხანაში აფეთქებამ ორი ადამიანი შეიწირა


გერმანიაში, ქალაქ ლუდვიგსჰაფენში, მანჰაიმთან,„ბე-ა-ეს-ეფის“ ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა ექვსია, დაკარგულია ორი პირი. 17 ოქტომბერს აფეთქება მოხდა ქარხნის ნავსადგურში, მდინარე რაინზე, ქალაქ მანჰაიმის მახლობლად, როცა ხომალდიდან აალებადი სითხე და თხევადი ბუნებრივი აირი გადაიქაჩებოდა. ცნობით, მილსადენზე, რომლითაც გადაჰქონდათ ეს ნივთიერებები ხანძარი აფეთქებამდე შენიშნეს. ხელისუფლებამ მანჰაიმსა და ლუდვიგსჰაფენში მოსახლეობა გააფრთხილა, დახურონ ფანჯრები და არ გამოიყენონ ვენტილაციის და კონდიცირების სისტემები. სატრანსპორტო საშუალებებს მოუწოდეს, თავი აარიდონ არეალს. მანჰაიმი და ლუდვიგსჰაფენს მდინარე რაინი ჰყოფს.

XS
SM
MD
LG