Accessibility links

logo-print

19 ოქტომბერს ბერლინში გაიმართება "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა


უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტები, პეტრო პოროშენკო და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ხვალ, 19 ოქტომბერს, ბერლინში გაიმართება ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ლიდერთა შეხვედრა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისმაც. მისი წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის განცხადებით, ბერლინში შეიკრიბება „ნორმანდიული ოთხეულის“ წევრი ყველა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვალდიმირ პუტინი. ეს ცნობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დუდასტურებია კრემლის პრესსამსახურს. თუმცა. სააგენტო ინტერფაქსი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინი მონაწილეობას მიიღებს „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერთა სამიტში.

XS
SM
MD
LG