Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ ბერლინში გაიმართება უკრაინის შესახებ სამიტი


19 ოქტომბერს ბერლინში გაიმართება გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტისათვის ბოლოს მოღების გზებზე მოსალაპარაკებლად. გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა ბერლინში მიიწვია საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა მერკელის პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა. უკრაინის შესახებ ოთხი ლიდერის ბოლო შეხვედრა შარშან ოქტომბერში პარიზში გაიმართა. 2015 წელს მინსკში მიღწეულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ფართომასშტაბიანი შეტაკებების შეწყვეტას, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების მცდელობა წინ ვერ მიიწევს. 2014 წლის აპრილის შემდეგ კონფლიქტმა 9600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG