Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს ალეპოზე საჰაერო დარტყმების შეჩერების შესახებ


რუსეთი აცხადებს, რომ მისმა და სირიის საჰაერო ძალებმა შეაჩერეს საჰაერო იერიშები ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოზე. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ავიადარტყმები შეჩერდა ადგილობრივი დროით 10 საათზე, რათა სამოქალაქო პირები და მეამბოხეები ქალაქის დასატოვებლად მოემზადონ. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ლონდონში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა წუხელ ინტენსიური საჰაერო იერიშები განახორციელეს ალეპოს რაიონებზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთის განმარტებით, ის სამოქალაქო პირებსა და მეამბოხეებს შესაძლებლობას მისცემს, 20 ოქტომბერს უსაფრთხოდ დატოვონ ალეპოს აღმოსავლეთი რაიონები. გაერო მიესალმა ამ ცნობას, მაგრამ გამოთქვა შეფასება, რომ პაუზა საკმარისად ხანგრძლივი არ იქნება ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად, ან სამოქალაქო პირების ევაკუაციისათვის.

XS
SM
MD
LG