Accessibility links

logo-print

ქალაქ მოსულის ასაღებ იერიშში მონაწილე ქურთები აცხადებენ, რომ სწრაფად მიიწევენ წინ


ერაყის ქალაქ მოსულის ასაღებ იერიშში მონაწილე ქურთი მებრძოლების მეთაურები აცხადებენ, რომ მათი მეომრები სწრაფად მიიწევენ წინ ერაყის ჯარებთან ერთად და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავების მხარდაჭერით. ჩრდილოეთ ერაყში მდებარე მოსულს ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. საარტილერიო ცეცხლის და დაბომბვის შემდეგ, ქურთმა მებრძოლებმა 17 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ დაიპყრეს დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრი და უკან დაახევინეს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს. ბრძოლა მოსულისათვის, რომელსაც 2014 წლიდან "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს, ყველაზე უფრო მასშტაბური ოპერაციაა ერაყში, 2011 წელს ამ ქვეყნიდან შეერთებული შტატების ჯარების გასვლის შემდეგ. სამხედრო ოპერაციის დაგეგმვას თვეები დასჭირდა. წარმატების შემთხვევაში, ის ყველაზე მძიმე დარტყმას მიაყენებდა "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს.

XS
SM
MD
LG