Accessibility links

logo-print

პოროშენკო არ არის ოპტიმისტურად განწყობილი უკრაინის შესახებ სამიტის წინ


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მისივე თქმით, არ არის ოპტიმისტურად განწყობილი აღმოსავლეთ უკრაინის შესახებ სამიტის წინ. სამიტს ხვალ ბერლინი უმასპინძლებს. ძალიან ოპტიმისტურად ვაფასებ უკრაინის მომავალს, მაგრამ სამწუხაროდ, არცთუ ოპტიმისტურად ხვალინდელ შეხვედრასო, განაცხადა პოროშენკომ დღეს ნორვეგიაში ვიზიტის დროს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პოროშენკო, ისევე როგორც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ფრანსუა ოლანდი, მიიწვია მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტზე ოთხი ლიდერის ბოლო შეხვედრა შარშან ოქტომბერში პარიზში გაიმართა. 2015 წელს მინსკში მიღწეულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ფართომასშტაბიანი შეტაკებების შეწყვეტას, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების მცდელობა წინ ვერ მიიწევს. 2014 წლის აპრილის შემდეგ კონფლიქტმა 9600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG