Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს ალეპოში


გაერო აცხადებს, რომ ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს სირიის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული ოპერაციების დასაწყებად. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს პრესმდივნის, იენს ლერკეს დღევანდელი განცხადებით, საჭიროა, რომ ყველა იარაღიდან სროლა შეწყდეს და ასევე საჭიროა, კონფლიქტის ყველა მხარემ დადოს პირობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გაეროს ეს გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვის განცხადებას, რომ რუსეთისა და სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ალეპოს დაბომბვა შეაჩერეს მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ამოქმედებულა რვასაათიანი ზავი სამოქალაქო პირებისა და მეამბოხეებისათვის ქალაქიდან წასვლის შესაძლებლობის მისაცემად. ლერკეს თქმით, გაერო გამოდის მოწოდებით, რომ 48-საათიანი ზავი გამოცხადდეს ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად და ავადმყოფებისა და დაჭრილების ევაკუაციისათვის.

XS
SM
MD
LG