Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ინფორმაცია ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის საიდუმლო მოლაპარაკებაზე


მაღალი რანგის ავღანელი ოფიციალური პირი ადასტურებს, რომ ავღანეთის მთავრობამ და თალიბანის წარმომადგენლებმა წელს, სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, გასაიდუმლოებული მოლაპარაკების ორი რაუნდი გამართეს. ოფიციალურმა პირმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, ჩვენს რადიოს 18 ოქტომბერს უთხრა, რომ შეხვედრები ყატარში გაიმართა. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. 18 ოქტომბერს, უფრო ადრე, ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“ გაავრცელა ცნობა, რომ თალიბანმა და ავღანელმა დიპლომატებმა სექტემბერში საიდუმლოდ განაახლეს სამშვიდობო მოლაპარაკება. „გარდიანის“ ცნობით, თალიბანის წარმომადგენლებს შორის არის თალიბანის გარდაცვლილი ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის ძმა. ასევე „გარდიანის“ ინფორმაციით, მოლაპარაკების ორივე რაუნდს ესწრებოდა ამერიკელი ოფიციალური პირი. ავღანეთში აშშ-ის საელჩომ უარი თქვა ამ საკითხის კომენტირებაზე. გასული თვის ბოლოს ქაბულმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა ისლამისტების მეთაურ გულბუდინ ჰექმატიართან.

XS
SM
MD
LG