Accessibility links

logo-print

პენტაგონის ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“ ცოცხალ ფარად იყენებს მოსულის მოსახლეობას


პენტაგონი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახლმწიფოს“ ადანაშაულებს ერაყის ქალაქ მოსულის ათასობით მოსახლის ცოცხალ ფარად გამოყენებაში, რათა შეაჩეროს ერაყის ჯარების იერიში. როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, კაპიტანმა ჯეფ დევისმა, 18 ოქტომბერს უთხრა ჟურნალისტებს, ეჭვს არ იწვევს, რომ ექსტრემისტები ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებენ. მოსულში 1,5-მდე მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 18 ოქტომბერს გამოთქვა ვარაუდი, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" შესაძლოა ათასობით მოქალაქე გამოიყენოს ცოცხალ ფარად, ერაყში ამ ბოლო დიდი საყრდენის შესანარჩუნებლად. ორგანიზაცია შიშობს ასევე, რომ არსებობს ექსტრემისტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხე, როგორც ეს ადრე ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მოხდა. ერაყის ჯარებმა ქურთ მებრძოლებთან, სუნიტებისა და შიიტების გასამხედროებული ჯგუფების წევრებთან და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაღიასთან ერთად ამ კვირაში წამოიწყეს ოპერაცია მოსულის ასაღებად. ამ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს "ისლამური სახელმწიფო".

XS
SM
MD
LG