Accessibility links

logo-print

სერგო რატიანი: საზოგადოება არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“


საზოგადოება არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ მოსახლეობას გადასახადები გაუზარდოს, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტი დაასუსტოს. „ხელოვნური და არაჯანსაღია, როცა ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47% და სურს ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა იმ ლეგიტიმაციით, რომელიც მოსახლეობას არ მიუცია“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა.

XS
SM
MD
LG