Accessibility links

logo-print

ბერლინში იმართება სამიტი აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაზე სასაუბროდ


გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები დღეს ბერლინში იმსჯელებენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებზე. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინის სამიტის მიზანია მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მხრივ ვითარების „უაღრესად პირუთვნელი შეფასება“. ამასთან, სამიტს არ უკავშირდება კონფლიქტის მოგვარების მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლის იმედი. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მას არა აქვს „დიდი მოლოდინი“. ხოლო როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სამიტის დღეს აღნიშნა, არც მოსკოვი მოელის ბერლინის მოაპარაკებაზე „რაიმე გარღვევას“ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მხრივ. 2015 წელს მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელსაც მხარეებმა გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით მიაღწიეს, მოხერხდა აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ფართომასშტაბიანი ბრძოლის შეჩერება, თუმცა შეტაკებები გრძელდება, ხოლო კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების მცდელობა წინ ვერ მიიწევს. 2014 წლის აპრილის შემდეგ კონფლიქტმა 9600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG