Accessibility links

logo-print

რუსეთი იმუქრება „მტკივნეული“ ზომებით აშშ-ის შესაძლო ახალ სანქციებზე საპასუხოდ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოსკოვს შეუძლია „ასიმეტრიული“ და „მტიკვნეული“ საპასუხო ზომები მიიღოს, თუ შეერთებული შტატები გააძლიერებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამ საკითხზე რიაბკოვმა ისაუბრა სახელმწიფო სათათბიროში, რომელმაც მოგვიანებით დაამტკიცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება პლუტონიუმის ლიკვიდაციაზე ვაშინგტონთან შეთანხმების გაუქმების შესახებ. პარლამენტისათვის 3 ოქტომბერს წარდგენილ კანონპროექტში, პუტინი ჩამოთვლის პირობებს, რომელთა შესრულებასაც შეერთებული შტატებისაგან ითხოვს შეთანხმების განახლებამდე: მოთხოვნებს შორის არის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ყველა სანქციის გაუქმება და ამ სანქციებით რუსეთისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის შემცირება. 16 ოქტომბერს აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოაცხადეს, რომ განიხილავენ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას, რათა სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვისათვის ბოლოს მოსაღებად ზეწოლა მოახდინონ სირიის მთავრობასა და მის მოკავშირეებზე. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირე სწორედ რუსეთია.

XS
SM
MD
LG