Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გაიმართა აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა


პრაღაში გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. როგორც ზურაბ აბაშიძემ უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონედენტს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში დაიწყება ქართული ფილმების არქივის რუსეთიდან საქართველოში გადატანის პროცესი. „იწყება, ასე ვთქვათ, პრაქტიკული პროცესი, როდესაც ფილმები ნაწილ-ნაწილ უნდა წამოვიღოთ იქიდან. და უკვე ერთი ნაწილი უახლოესი კვირების მანძილზე იქნება თბილისში. ჩვენი კულტურის სამინისტრო მუშაობს ამაზე ძალიან კარგად და მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ნოემბრის თვეში უკვე იქნება პირველი პორციის პრეზენტაცია“, - უთხრა ჩვენს რადიოს ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ. განიხილეს აგრეთვე აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატით გათვალისწინებული ძირითადი საკითხები, რომლებიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ტრანსპორტის, ტურიზმისა და ჰუმანიტარულ სფეროებს.

XS
SM
MD
LG