Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში


გალში გაიმართა გაეროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ამ, რიგით 40-ე შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ შეხვედრა მთელი დღე გაგრძელდა და მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა ინციდენტი, მათ შორის წლების წინ მომხდარი შემთხვევებიც. დიდი ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში წელს 19 მაისს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე მოკლეს. პრესრელიზში „ღიას“ და „პრაგმატულს“ უწოდებენ გალში გამართულ დისკუსიას. შემდეგი შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG