Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს უნდა აირჩიოს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. ამ თანამდებობაზე დასახელებულნი არიან ირინა იმერლიშვილის და ზაზა თავაძის კანდიდატურები. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას სჭირდება პლენუმის სულ მცირე ხუთი წევრის მხარდაჭერა. თუმოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყოფა, თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურა ხელახლა დაიწყება და მასში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ უკვე დასახელებული კანდიდატები.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა 16 საათზე დაიწყება. თავმჯდომარის ასარჩევად ფარული კენჭისყრა ჩატარდება.

XS
SM
MD
LG