Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნორმანდიული ოთხეული“ მხარს უჭერს მინსკის შეთანხმებების უპირობო შესრულებას


20 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა „ნორმანდიული ოთხეულის“ (საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის), პრეზიდენტების სამიტი, რომელზეც ხაზი გაესვა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების უპირობო შესრულებას. „დღეს ეს აღინიშნა პოლიტიკურ დონეზე: საუბარია აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე, რაც ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების უახლოესი დღეების ამოცანა იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, ძალთა დაშორიშორებაზე აღმოსავლეთ უკრაინის კიდევ რამდენიმე ახალ რაიონში. „მას შემდეგ, რაც ძალთა დაშორიშორება მოხდება სამ წინასწარ რაიონში - ზოლოტოეში, პეტროვსკოესა და სტანიცა ლუგანსკაიაში, იქ შეიქმნება ეუთოს დამკვირვებელთა მუდმივმოქმედი პუნქტები, ამის შემდეგ ჩენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ძალთა დაშორიშორებაზე კიდევ ოთხ რაიონში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტებსა და უკრაინის მთავრობას შორის მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმება სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებას, სამხედრო ტყვეების უპირობო გათავისუფლებას და დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს

XS
SM
MD
LG