Accessibility links

სააკაშვილი აცხადებს, რომ სხვანაირად გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო გამოსვლებში მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩავიდოდა საქართველოში. ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში ის მეორე ტურისთვის საქართველოში ჩასვლას გეგმავდა. „მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის და რეაგირება ამაზე როგორ უნდა მოხდეს ეს არის ადგილზე მყოფი აქტივისტების და ლიდერების გადასაწყვეტი, რადგან ადგილზე ისინი უკეთესად ხედავენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 24 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში ოდესის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ გეგმავს არჩევნებში გამარჯვებას და საქართველოში დაბრუნებას. საქართველოს შინაგან სამქეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამის პასუხად თქვა, რომ სააკაშვილს, რომელიც საქართველოში ბრალდებულია რამდენიმე საქმეზე, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებდნენ.

XS
SM
MD
LG