Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლოს ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზაზა თავაძე. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, დახურულ ფორმატში გამართულ კენჭისყრაზე პლენუმის წევრი რვა მოსამართლიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, თავაძეს მხარი დაუჭირა ხუთმა. დანარჩენი სამი მიემხრო თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატს, ირინა იმერლიშვილს. 2010 წლიდან თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა, ორჯერ იყო არჩეული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. მანამდე, 2008-2010 წლებში, ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

XS
SM
MD
LG