Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 8 ოქტომბერს ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები. პროპორციული საარჩევნო სისტემით, 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა სუბიექტმა, მაჟორიტარული სისტემით კი, აჭარის ექვსივე ოლქში გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული შედეგებით, პროპორციული სისტემით, ხმების 45,13%, ანუ 8 მანდატი მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ,“ 29,62% და 5 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ 5,89% და 1 მანდატი „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და 5,7% და 1 მანდატი „პატრიოტთა ალიანსმა.“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG