Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს არჩევნების თაობაზე ადეკვატური რეაგირება


ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა ადეკვატური რეაგირება 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. კენჭისყრის პროცესის მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, დამკვირვებლებზე ძალადობის ფაქტები მოხდა რამდენიმე, მათ შორის ზუგდიდის და მარნეულის საარჩევნო ოლქებში. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში გამოძიება დაწყებულია, თუმცა დამკვირვებლები არ არიან ცნობილი დაზარალებულად. „სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და ეფექტურად წარმართონ გამოძიება ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე პირთა დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. მას ხელს აწერენ „ადამიანის უფლებათა ცენტრი,“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ „საზოგადოებრივი დამცველი,“ „მრავალენოვანი საქართველო,“ „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,“ „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” და „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.“

XS
SM
MD
LG