Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შეარბილა რუსეთის მიმართ სანქციების მუქარა, სირიის საკითხის გამო


ევროკავშირის ლიდერები გამოდიან პირობით, რომ ღიად დატოვებენ ყველა შესაძლებლობას, რათა პასუხი გაეცეს სირიაში რუსეთის და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილ სისასტიკეს - თუმცა მოსკოვს მკაფიოდ არ ემუქრებიან სანქციების დაწესებით. რუსეთის მიერ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შესახებ მკვეთრი რიტორიკით გამოსვლის მიუხედავად, ბრიუსელში გამართული სამიტის პირველ დღეს, 21 ოქტომბერს, ლიდერებმა ვერ შესძლეს შეთანხმება ერთიან, მკაცრ განცხადებაზე, რომელიც მოსკოვს მკაფიოდ ეტყოდა რომ მას, შესაძლოა, სადამსჯელო ზომები შეეხოს. სირიის რეჟიმის მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქეების და ორგანიზაციების მიმართ მკაცრი ტერმინოლოგიის არგამოყენებას ემხრობოდა იტალიის პრემიერ-მინისტრი, განსხვავებით საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერებისგან. მაშინ, როცა ევროკავშირის ლიდერები მსჯელობდნენ რა გზებით შეემუშავებინათ ერთიანი მიდგომა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ, რუსეთის საბრძოლო ხომალდები სირიის მიმართულებით მოძრაობდნენ, რაც, შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაციას მოასწავებდეს - რაც აშფოთებს ნატოს. „რუსეთის სტრატეგია ევროკავშირის დასუსტებააო“, განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, რომლის თქმითაც შეხვედრაზე, რომელიც შუაღამის შემდეგაც გაგრძელდა, ასევე განიხილეს რუსეთის მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის დარღვევის, პროპაგანდის კამპანიის, კიბერ თავდასხმების და ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის საკითხები.

XS
SM
MD
LG